53-ე სკოლის დირექტორი ტატო შავშიშვილი მიხეილ ალექსიძის ძმაზე ზეწოლას არ ადასტურებს.
როგორც მან "ნიუსპრესს" განუცხადა, სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის უმცროსი ძმა, ამავე სკოლაში სწავლობს და მას ისეთივე კომფორტი შექმნილი, როგორც სხვა მოსწავლეებს.
"ის ისევეა ჩართული სასწავლო პროცესში, როგორც სხვა 2 000-მდე მოსწავლე. ამასთანავე, მინდა ავღნიშნო, რომ სხვა დამატებითი გაკვეთილებითაც სარგებლობს", - განუცხადა მან "ნიუსპრესს".
მისივე თქმით, თავად მიხეილ ალექსიძემ უხეშად დაარღვია სკოლის შინაგანაწესი, რის გამოც სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა ის გარიცხა.
"მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ამაში არ იყო არაფერი პირადული. სკოლა არ არის ქუჩური გარჩევების ადგილი. ასე იყო წარსულში და ეს წარსული აღარასოდეს დაბრუნდება", - განაცხადა შავშიშვილმა.
სკოლიდან გარიცხული 15 წლის მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი სკოლის დირექტორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც მან საპარლამეტო უმცირესობის ლიდერთან, გიორგი თარგამაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 53-ე სკოლის დირექორი ტარას შავშიშვილი მას მეორე შვილის, 13 წლის ზაზა ალექსიძის სკოლიდან გარიცხვითაც დაემუქრა.
მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს.

















