logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს
კახა კალაძე ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს
16:25 11.06.2019
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

მერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია GWP დაგეგმილ სამუშაოებს კონტრაქტორების მეშვეობით ახორციელებს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალებზე მუშაობა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა. ამის დასრულების შემდეგ გადავალთ განშტოებების მოწესრიგებაზე და შემდეგ დაერთდება.

სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს აქ მცხოვრებ ადამიანებს. მესმის, აქ არის მტვერი და ხმაური, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების შესრულება. ამას ყველა გაგებით ეკიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტით უკვე ყველა ვიამაყებთ. გამზირი იქნება გალამაზებული და მოწესრიგებული. მასშტაბებსაც ხედავთ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გაბმული, მიწის ქვემოთ ჩავა. წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას მთლიანად უზრუნველყოფს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები.

რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწის ქვეშ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს.

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

პროექტის მიმდინარეობას დღეს თბილისის მერთან ერთად ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი მუსხელიშვილი და პარლამენტის წევრი, ზაზა ხუციშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა