თუშეთის სოფელ ხისოში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ახმეტის რაიონის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხანძარს სოფლისთვის სერიოზული ზარალი არ მიუყენებია.
თუშეთის რაიონის სოფელ ხისოში ცეცხლი ტყესთან ახლოს მდებარე მინდორზე გაჩნდა.
ხანძრის ჩაქრობა შესაბამისმა სამსახურებმა რამდენიმე საათში შეძლეს.

















