logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა
ბათუმი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა
12:44 09.06.2019
ბათუმი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა-ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო და ისეთ მნიშვნელოვან ნომინანტებზე კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). ჯილდოს მიღებისას ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დეგელაციის წევრებთან ერთად პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა.

,,ვულოცავ ბათუმს ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას. ესაა კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ისე ყველა ქართული ოჯახის უკეთეს ხვალინდელ დღეს,” განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

World Travel Awards-ის ჯილდო ბათუმის გარდა ევროპის წამყვანი საზღვაო მიმართულებისთვის მიიღო ალგარვემ (პორტუგალია), ფესტივალებისა და ივენთების წამყვანი მიმართულებისთვის გლაზგომ (შოტლანდია) და ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებისთვის პორტუგალიამ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები.

,,ჩვენი სტრატეგია ძალიან დიდი ხანი მოდიოდა აქეთკენ. ვულოცავ მთელ ქვეყანას, კუთხესა და ქალაქს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებასა და აღიარებას. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც არ დაიზარა და ხმა მისცა ბათუმს,“ - აცხადებს სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. ღონისძიების ფარგლებში აჭარის მთავვრობის თავმჯდომარე შეხვდა მადეირას რეგიონული მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს.

World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა