თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე ქვემო ფონიჭალის დასახლებას, სურგულაძის და ნაკაშიძის ქუჩებს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების ნაწილს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს და სოფელ ზურგოვანს გაეთიშება.
10-დან 14 საათამდე ენერგომომარაგება დაბა წყნეთს, კერძოდ, რუსთაველის, წერეთლის და ახალდაბის ქუჩებს, ხოლო 10-დან 16:00 საათამდე გლდანის მასივის “ა” მიკრორაიონს და ქერჩის ქუჩას არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე ინგოროყვას, ასათიანის, ჭანტურიას და ათონელის ქუჩებს, ქსნის და ფეიქრების ქუჩებს, თამარ მეფის გამზირის ნაწილს, ნინოშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 18:00 საათამდე საბურთალოს, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩებს, ლომთათიძის და იმერეთის ქუჩებს, დაბა წყნეთის სატყეო უბანს და იმედაძის ქუჩას, ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ასევე, ჭიჭინაძის ქუჩას შეეხება.
შუქი 12-დან 15:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას VII კვარტლისა და აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის აბონენტებს გაეთიშება.

















