logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
13:24 08.06.2019
„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალურ დღის წესრიგში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

ვაშინგტონში, მარიამ ჯაში კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას (ISDC) დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS). კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ერისიონის ახალი თაობის - ანსამბლ „ჩაკრულოს” კონცერტი.

„დღემდე უსაზღვროდ საამაყოა 40 წლის წინ ქართული სიმღერის კოსმოსში მოხვედრის ისტორია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ კოსმოსურ კვლევებზე მომუშავე ამერიკელ მეცნიერებთან“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვაშინგტონში წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებში მოღვაწე მეცნიერებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ქართული მხარის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ქართულ საკვირაო სკოლასა და დიასპორის წარმომადგენლებთან.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა