ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ექსპერიმენტები ჩატარდება.
ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის "სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში" (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში ექსპერიმენტული მეთოდების ჩართვას ისახავს.
(SALiS)-ის პროექტი უნივერსიტეტებს აკადემიური სფეროს გაძლიერებაში, პერსონალის ტრენინგისა და სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვის მეშვეობით ეხმარება.
პროექტში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს.

















