თუშეთში, სოფელ ხისოში ხანძარია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ცეცხლი ტყესთან ახლოს მდებარე
მინდორზე გაჩნდა, რომლის ჩაქრობას რეინჯერები და ადგილობრივები ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილობრივები შიშობენ, ცეცხლი ტყეში არ გადავიდეს, რადგან ამ შემთხვევაში მისი ლიკვიდირება გართულდება.
ხანძრის ჩასაქრობად ხისოში ომალოს მცხოვრებლები და დამსვენებლებიც წავიდნენ.

















