logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ალექსანდრე მოწერელია: ვმუშაობთ კურორტ სქურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით
ალექსანდრე მოწერელია: ვმუშაობთ კურორტ სქურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით
13:02 05.06.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საჩინო-ჩქვალერის და ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საჩინოში ამჟამად გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს, ახალი გზა 10 კილომეტრამდე მონაკვეთზე შენდება, ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი გზა კი 7 კილომეტრიანია. ორივე პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული საჩინოს და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათგან არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. მედანში მთავარ პრობლემას ავარიული გზა და წყალმომარაგება წარმოადგენს. სოფელში გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში იწყება, ტენდერი უკვე დასრულებულია და შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია.

ალექსანდრე მოწერელია, სოფელ სქურშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

,,სქურს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ამ ხეობას ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება და ამის შემდეგ ტურიზმი თვითონ განავითარებს აქაურობას. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და ამ პოტენციალის გამოყენება უნდა მოხდეს, ამისთვის ჩვენ მოვახდენთ საკითხის ძირეულ შესწავლას და შემდეგ მის განხორციელებას“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში არსებული სხვადასხვა პრობლემური ადგილები მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად პირადად შეისწავლა, ის საჩინოს, მედანის, სქურის, ჩქვალერის და ჯვარის მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა