logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში მედიწიგნიერების განვითარების მიზნით, ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის
კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში მედიწიგნიერების განვითარების მიზნით, ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის
16:26 04.06.2019
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია, კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კომუნიკაციების კომისიისა და ევრო საბჭოს ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე - „მედიაწიგნიერება საქართველოში“ გააჟღერა.

ხათუნა ივანიშვილმა აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს დღეს გააცნო. კომისიის ინიციატივით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სამუშაო ფორმატი, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და მონაწილეობით, წელიწადში ორჯერ მსგავსი ტიპის შეხვედრებს უზრუნველყოფს. ასევე, კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობისთვის, მნიშვნელოვანია ერთიანი საკომუნიკაციო ონლაინ სივრცის შექმნა.

„გარდა ერთიანი ქსელისა, კომისიის ინიციატივაა შეიქმნას ეროვნული მნიშვნელობის ვებ-პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს და ყველა დაინტერესებულ პირს, მედიაწიგნიერბეის მიმართულებით ნებისმიერი უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და შესაბამის მასალებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც აქვს კომუნიკაციების კომისიას ეს არის ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული კვლევის ჩატარება მედიაწიგნიერების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი კვლევა ჩვენთან არ არსებობს, კომისია გთავაზობთ ერთობლივად ვიმუშაოთ ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რათა გვქონდეს სიღრმისეული კვლევა რა გამოწვევების წინაშე ვართ" - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ივანიშვილმა.

სწორედ ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებაა ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა.

მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მედიაწიგნირების მიმართულებით, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

პროფესიული, ეთიკური, პლურალისტული და პასუხისმგებლიანი მედია გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანისა და ასევე, ინტერნეტ-სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ევრო საბჭო ორწლიან პროექტს „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში” ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა დღეს სამუშაო შეხვედრა "მედიაწიგნიერება საქართველოში".

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა