logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზონალური პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
ზონალური პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
14:12 29.05.2019
ზონალურ-საათობრივი პარკირება, საპილოტე არეალში ავტობუსების სრული ოდენობით მიწოდების დაგვიანების გამო, პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, იმ საპილოტე არეალში, სადაც ძალაში შევა პარკირების ახალი სისტემა, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის მოსახლეობას და მის სტუმრებს 90 ახალი ავტობუსით მოემსახურება.

„გასულ კვირას, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია. ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანი ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდის გზით. ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და გადადგმული გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები.

შევიძინეთ 90 MAN-ის მარკის ავტობუსი. 50 ერთეული ავტობუსი ადგილზეა, დანარჩენი 40 კი ერთ თვეში იქნება დედაქალაქში და მოემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 220 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე და ისინი აგვისტოს ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარკირების რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პარალელურად განვახორციელოთ, ზონალური პარკირების 1 აგვისტოდან ამოქმედების გადაწყვეტილება მივიღეთ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება, პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება. იქამდე, მოქალაქეები შეძლებენ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა იქნება პარკირების საფასური და როგორ მოხდება მისი გადახდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზონალურ-საათობრივი პარკირების იმ გამონაკლისებზე, რომელიც თბილისის მერიამ დაადგინა.

„საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ასევე, საათობრივ-ზონალური პარკირება უფასო იქნება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მომავალში, სხვა არეალების დამუშავების მიზნით, პროცესს მერიის შესაბამისი სამსახურები დააკვირდებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა