logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ
ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ
14:03 29.05.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში იმყოფებიან.

ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემას, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს. დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შეხვდნენ ფერმერებს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მავნებელი არ არის გავრცელებული, თუმცა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ახალ ზელანდიელმა და ავსტრალიელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა და მას მავნებელთა ბრძოლის წარმატებული გამოცდილება - სისტემური და კოორდინირებული მიდგომა აქვს. ამ გამოცდილების გაზიარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მავნებლის გავრცელების საფრთხის წინაშე დგანან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ავსტრალია და ახალი ზელანდია სოფლის მეურნეობის კუთხით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყნები არიან. ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აზიური ფაროსანას გავრცელებამ, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. შესაძლოა, ეს გამოწვევა სხვა ქვეყნების წინაშეც დადგეს. შესაბამისად, საქართველოს გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეხმარება, როგორც პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ყველა რგოლთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ. კოორდინირებული მიდგომა ყველა იმ პირის მონაწილეობით, რომელზედაც ზეგავლენას ახდენს ფაროსანა. ამიტომაც ჩვენ ვულოცავთ საქართველოს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ გააკეთეთ ის, რაც მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია“,- განაცხადა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა ქეთრინ დათიმ.

ახალი ზელანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტების ვიზიტი, მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „აზიურ ფაროსანასთან და მავნებლებთან ბრძოლა“ ფარგლებში დაიგეგმა. კონფერენციას 26 ქვეყნიდან დარგის სპეციალისტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა