logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
12:03 29.05.2019
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.

„ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. მხოლოდ მოასფალტება და გზის ძველი საფარის ახლით შეცვლა საქმეს არ შველის. ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, სადაც რეაბილიტაციას დავიწყებთ, იქ ყველანაირი კომუნიკაციის ცვლილება უნდა მოხდეს, წყალარინების, სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგების და ა.შ.

ჭავჭავაძის გამზირზე არის კონკრეტული ადგილები, რომელიც ჩავარდნილიადა გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. იმის გამო, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ, მთლიან გამზირს ვერ გადავკეტავთ, ამიტომ ადგილების შერჩევა მოხდა და შეზღუდვა მათზე დაწესდება. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები, ავტობუსების ზოლები შეიცვლება და მოწესრიგდება. გარდა ამისა, მთავრობის წინა სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალე, რომ ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდეს. საზოგადოების ნაწილმა ეს არასწორად გაიგო. ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდება. მიწის ზემოთ კი ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ღია ურნები, რაც ახლა გვაქვს, ვიზუალურად და ანტისანიტარიის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის. ასევე, ურნები იქნება სეპარაციისთვის განკუთვნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. რეაბილიტირებულ პარკებში ასეთი ურნები განვათავსეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მოსალოდნელი შეზღუდვების გამო მოუბოდიშა.

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო იმიტომ, რომ გარკვეული შეფერხებები იქნება რეაბილიტაციის დროს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია სამუშაოების გარკვეული შეზღუდვების გარეშე წარმოება“, - განაცხადა თბილისის მერმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა