გლდანი-ნაძალადევის რაიონი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა.
მოსახლეობის თქმით, ძლიერი სეტყვა 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიის შედეგად, დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ ხიდზე შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.

















