logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სურსათის ეროვნული სააგენტო: ნარშავას ფრთაკუთხას პოპულაციის ზრდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს არ აზიანებს
სურსათის ეროვნული სააგენტო: ნარშავას ფრთაკუთხას პოპულაციის ზრდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს არ აზიანებს
12:19 28.05.2019
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში წელს შეინიშნება ფეხსახსრიანთა ტიპის მწერის ნარშავას ფრთაკუთხას (Vanessa cardui) პოპულაციის ზრდა, რაც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. აღნიშნული პეპელა გადამფრენი მწერია. იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პეპლის სახეობაა და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. ნარშავას ფრთაკუთხა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას.

გადაზამთრებული პეპლის ფრენა იწყება მაისის მე-2, მე-3 დეკადიდან (მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მაისის პირველი დეკადიდან). საქართველოში წელიწადში 2-3 თაობას იძლევა. ბოლო თაობის იმაგოს ფრენა გრძელდება ოქტომბრამდე.ხშირად თაობა თაობას ფარავს და ერთდროულად შეიძლება შეგვხვდეს მავნებლის სხვადასხვა სტადია. მისი ბუნებრივი მტრები არიან ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველა, მღრნელები და სხვა.

პეპლის ზომა გაშლილი ფრთებით 5-7 სმ-ია. ფრთები ზემოდან ღია აგურისფერ-მოწითალოა შავი ლაქებით.

იგი გვხვდება ყველგან - მდელოზე, ველზე, უდაბნოში, ბაღში განსაკურებით უყვარს დიდი გაშლილი, მზიანი სივრცეები.

ზაფხულის ბოლოს მილიონობით ნარშავას ფრთაკუთხა გეზს აფრიკის კონტინენტისკენ იღებს. უმეტესწილად, ისინი 500 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავენ, რის გამოც მათი დანახვა ადამიანის თვალისთვის თითქმის შეუძლებელია. პეპლები ელოდებიან იმ დროს, როცა ქარი სასურველი მიმართულებით დაუბერავს. ქარის დახმარებით ისინი 45 კმ/სთ სიჩქარით ფრენენ. ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 კილომეტრს ფარავენ. გადაფრენას იწყებენ ჩრდილოეთი არქტიკის საზღვრებიდან და ასრულებენ დასავლეთ აფრიკაში. ნარშავას ფრთაკუთხა გზადაგზა მრავლდება და მთელ ცხოვრებას ფრენაში ატარებს.

პეპელა ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას და ადვილად იღუპება.

მისი სასიცოცხლო ციკლი 2 თვეა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა