რუს და სომეხ ალპინისტებს, რომელთა დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია უშბაზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, დაახლოებით 30 წუთში ქართველი მაშველები მესტიაში გადმოიყვანენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მესტიის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ვიქტორ მარგიანმა განუცხადა.
მისი თქმით, მთამსვლელების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა და ახლა ისინი 2 500 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებიან.
„რამდენიმე წუთში მათ ჩამოსაყვანად ვერტმფრენი გაფრინდება. მათ სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება“ - განაცხადა მარგიანმა.
რაც შეეხება უშბის პლატოზე დაღუპულ რუს ალპინისტს, ოლეგ შესტაკს, მისი ცხედარი ზუგდიდშია გადასვენებული.
უშბაზე მარტო ასული სომეხი ალპინისტის სამაშველო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. იგი 4 500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ამავე დროს მაშველები რუსი ალპინისტების 3-კაციანი ჯგუფის გადარჩენილი 2 ალპინისტის ჩამოყვანაზე მუშაობდნენ.
სამაშველო ოპერაცია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რამდენიმე დღე გაგრძელდა.

















