logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
15:20 27.05.2019
დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხის (რაბათის) ციხეზე, სადაც ციხის ზედა და ქვედა ნაწილები რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ და საგამოფენო სივრცეებად იყო დაყოფილი.

დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებს, გამოფენებს, თეატრალიზებულ და მუსიკალურ წარმოდგენებს. ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო კუთხეები, სპეციალურად მათთვის „თოჯინების თეატრის“ წარმოდგენები გაიმართა. ციხის ზედა ნაწილში, საგამოფენო სივრცე ქართული თეატრის, კინოსა და მუსიკის შესახებ ინსტალაციებს აერთიანებდა. გაიმართა კინო ჩვენება, გაცოცხლებული ნახატების პერფომანსი, თანამედროვე კლასიკური ბალეტის ეტიუდები, არიები ქართული ოპერიდან, ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები, ნოველები ქართული სპექტაკლებიდან და ელექტრონული მუსიკა ჯაზბენდის შესრულებით.

სტუმრებს, ასევე საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული ტყეპარკების საინფორმაციო სტენდების დათვალიერებისა და ლექცია-სემინარებზე დასწრების საშუალება ჰქონდათ. თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები“ პრეზენტაციებით წარსდგნენ ახალცხის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები.

ქართული ბაზრისა და საგამოფენო სივრცეებში ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში. მოეწყო ველოტური, შოთა რუსთაველის ძეგლიდან ახალციხის ციხემდე. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები და მერიის სტიპენდიანტები კი ტრადიციულად სერთიფიკატებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გალა კონცერტით გაგრძელდა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ჯგუფი „ალილო“ და რომან რცხილაძე, ბენდთან ერთად. ზეიმი სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა