logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
უცხოელი სპეციალისტები კახეთის რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნენ
უცხოელი სპეციალისტები კახეთის რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნენ
12:12 27.05.2019
ავსტრალიელმა და ახალ ზელანდიელმა სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში ატმის ბაღებსა და ვენახებში განთავსებული აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს.



ადგილობრივმა სპეციალისტებმა უცხოელ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის შედეგების შესახებ და აღნიშნეს, რომ კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე მავნებელი არ ფიქსირდება, 2017-18 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელებულა.



უცხოელი სპეციალისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ვითარების გაცნობა, რადგან, მათი თქმით, კახეთის ბაღები უფრო მეტად ჰგავს ავსტალიისა და ახალი ზელანდიის სასოფლო-სამეურნეო ფართობებს.



„დასავლეთ საქართველოში ბაღები შედარებით პატარა ზომისაა, ახალ ზელანდიაში უფრო დიდ ფართობებზე გვაქვს სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ისევე როგორც კახეთში. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ებრძვიან სხვადასხვა მავნებელს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერები და როგორ აპირებენ აზიურ ფაროსანასთან გამკლავებას, თუ მავნებელი მათ ბაღებშიც დაფიქსირდება,“ - აღნიშნა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა, ქეთრინ დათიმ.



კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, კობა ჩიკვაიძემ, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სპეციალისტებს განუმარტა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კახელი ფერმერები, რომლებსაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, მზად არიან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინაიდან მათ უკვე მიეწოდათ ინფორმაცია ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა