logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სენაკში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
სენაკში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
11:31 27.05.2019
სენაკის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. ასევე, მოეწყო სენაკელი მხატვრის მოსე გერსამიას ნამუშევრების გამოფენა.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დილიდან, სპორტული აქტივობები - ველორბოლა და მარათონი გაიმართა.

შემდეგ იყო კოსტუმირებული მსვლელობა ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეების, სენაკელი სპოტსმენების, ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების აღსაზრდელებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, დიდი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სივრცე მოეწყო - ყვავილების ფესტივალი, რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, ასფალტზე და სახეზე ხატვა, აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში - კარატეში, მკლავჭიდში, ჭიდაობაში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.

ამფითეატრის სცენაზე სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელებმა ფლეშმობი და სპორტული ცეკვები წარმოადგინეს.

მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობების შემდეგ საზეიმოდ გაიხნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედანი, სადაც საჩვენებელი მატჩი გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელობის თასი გადაეცა.

შემდეგ კი მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

მთელი დღის მანძილზე, სახვითი ხელოვნების გალერეის საგამოფენო დარბაზი ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობდა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიხურება.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკში გალაკონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა