logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით ოზურგეთში აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით ოზურგეთში აღინიშნება
14:52 26.05.2019
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში არაერთ აქტივობას მართავს.

ღონისძიებების კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობაა.

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს.

ღონისძიების ფარგლებში იმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ტარდება. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.

საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს ძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე - ,,გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“. ღონისძიების სტუმრების განწყობაზე მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ.

ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. ღონისძიებას “ერისიონის“ გრანდიოზული კონცერტი და ცნობილი ქართველი მომღერლები დაასრულებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა