logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუსთაველზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს
რუსთაველზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს
11:28 26.05.2019
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე ორ განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს.

მწვანე სივრცის კონცეფცია გარემოსდაცვით განათლებასა და ცოდნის გაზიარებას ეფუძნება და აერთიანებს შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობ სივრცეებს. სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებო და გარემოსდაცვით აქტივობებში, თამაშებსა და ვიქტორინებში, გაეცნონ გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილ ინსტალაციებს და კონსტრუქციებს. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ იმოგზაურონ ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას გააერთიანებს ღვინის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი და საინფორმაციო მასალა მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციის შესახებ. სივრცეში საკუთარ პროდუქციას წარმოდგენს რვა ახალგაზრდა, წარმატებული მეღვინე, რომლებიც სტუმრებს მეღვინეობის დარგში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.

17:10 სთ-ზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ჰიმნი შესრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე ეროვნულ ჰიმნს სმენადაქვეითებული მუსიკოსებისგან შემდგარი გუნდი ჟესტების ენაზე შეასრულებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტენდებს ქალაქებში ოზურგეთსა და ახალციხეშიც მოაწყობს.

სტენდებზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული პროდუქცია - ღვინო, ყველი, ჩაი, თაფლი და სხვ. მოეწყობა საინფორმაციო სტენდები ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების შესახებ, გაიმართება შემეცნებითი ლექცია-სემინარები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა