არასამთავრობო ორგანიზაციებმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „ახალი ვექტორი” და “ჰეპა პლუსი” ადამიანთა ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „კონსტიტუციის 42“-ე მუხლის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორგანიზაციები იწყებენ ურთიერთთანამშრომლობას ადამიანთა ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, იურიდიული მომსახურების განხორციელებისა და ერთობლივი საინფორმაციო კამპანიების წარმოების გზით.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ახალი პროექტი „სტრატეგიული სამართალწარმოება ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“ დაიწყო, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო” აფინანსებს.
ორგანიზაცია ჯანმრთელობის უფლებების დაცვის საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციებს გაუწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს. ასევე, ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
ამასთან ,,42-ე მუხლი“ პასუხისმგებლობას იღებს ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეებს სამართლებრივი წარმომადგენლობა გაუწიოს ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო ინსტანციებში.

















