logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხშირად სამთავრობო რეკლამები გადის
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხშირად სამთავრობო რეკლამები გადის
15:25 13.08.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე ხშირად სამთავრობო რეკლამები გადიოდა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა დღეს „საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის - 18 ივნისი - 29 ივლისის შედეგების“ პრეზენტაციისას აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის სტატუსით - „დამზადებულია საქართველოში“, „მე მიყვარს თბილისი“ და „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“ გავიდა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე დიდი დრო სუბიექტებს - ჯანდაცვის სამინისტრო - 30%, შსს - 14%, საკონსტიტუციო სასამართლო - 13% და სხვებს დაეთმო.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, მის ეთერში ყველაზე ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამები გავიდა. კერძოდ, ყველაზე ხშირად რეკლამა - „ჯანდაცვის პოლისები“ - 11%, „მე მიყვარს ანაკლია“ – 10%, ხოლო „ბათუმი“ – 8%.

აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში ყველაზე ხანგრძლივი დრო - წუთების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს - 95 წთ, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ – 279 წთ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს - 110 წთ დაუთმეს.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყველაზე ხშირად გადიოდა რეკლამა - „ანაკლია გულითადად გელით“, რომელსაც 26% დაეთმო, ასევე, „რაჭა ჩემი სიყვარული“ – 16%, „დაიცავი წესრიგი“ – 5%.

ასევე, „იმედის“ ეთერში ყველაზე ხანგრძლივი დრო სუბიექტებს - ხელისუფლება - 26%, განათლების სამინისტრო - 7%, „ქართული ოცნება“ კი - 5% დაუთმეს.

მედიამონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ყველაზე ხშირად ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური რეკლამები გადიოდა. კერძოდ, ყველაზე ხანგრძლივი დრო დაეთმო „ქართულ ოცნების“ რეკლამებს - 35%, გაზეთ „თავისუფალ საქართველოს“ – 25%, „სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 15%.

აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში ყველაზე ხანგრძლივი დრო დაუთმეს სუბიექტებს - „ქართული ოცნება“ – 57%, არასამთავრობო სექტორი - 14%, „თავისუფალი საქართველო“ – 8%.

როგორც მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიების რეკლამები გავიდა ასევე, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერშიც. კერძოდ, „ქართული ოცნება“ – 66%, „თავისუფალი საქართველო“ – 14%, „ამომრჩეველთა ლიგა“ – 12%.

„მაესტრომ“ ყველაზე ხანგრძლივი დრო „ქართულ ოცნებას“ – 74%, „თავისუფალ საქართველოს“ – 19% და არასამთავრობო ორგანიზაციებს - 4% დაუთმო.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მეცხრე არხს“, მის ეთერში ყველაზე ხშირად კოალიცია „ქართული ოცნების“ რეკლამა - 34% გავიდა. მონიტორინგის პერიოდში აღნიშნულ ტელეარხზე ასევე, გადიოდა კამპანია „ეს შენ გეხებას“ – 34% და „ამომრჩეველთა ლიგის“ – 17% რეკლამები.

„მეცხრე არხის“ ეთერში ყველაზე ხანგრძლივ დროს კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს - 49%, „ეს შენ გეხებას“ – 35%, ხოლო „ამომრჩეველთა ლიგას“ – 16%-ს უთმობდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიამონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წარადგინა. ცენტრი აგვისტოს ანგარიშის პრეზენტაციას სექტემბრის დასაწყისში გამართავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა