logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე  გამოწვევებზე  2-დღიან  კონფერენციას მასპინძლობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე 2-დღიან კონფერენციას მასპინძლობს
11:58 24.05.2019

დღეს საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის

ინიციატივით მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნება.

კონფერენციის მუშაობაში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ.

ასევე, წელს მონაწილეთა შორის არიან უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის, მაშ შორის უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
კონფერნციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის განხილვა. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალი მიდგომები და ა.შ.

ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას-ტურიზმს. თემატიკიდან გამომდინარე დისკუსია გაიმართება ECOMODE - ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელზე. ეს არის სტუმართმასპინძლობის მიმართულებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის Erasmus+ პროგრამის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობას ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას პროფესიული განათლების ასამაღლებლად. იგი დაფინასებულია იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ INAP-ის მიერ.

პროექტის ფარგლებშია დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის საწარმოებისათვის ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება, რათა შემუშავდეს სასწავლო მეთოდოლოგია და სერტიფიცირების სტანდარტული ფორმა. ECOMODE პროექტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია პროფესიული ორგანიზაციებია, რომლებიც მენეჯერებს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკო-ინოვაციურ ბიზნეს მოდელის ფარგლებში მომაზადებენ.

მე-3 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი. კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის.

ამ თემაზე პირველი საერთაშორისო კონფერნიცია 2017 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 12 უმაღლესი სასწავლებლის 200-ზე მეტი წარმომადგენელი. სწორედ პირველი კონფერენციის დიდი რეზონანსიდან და თემების აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ იგი ყოველწლიური ყოფილიყო. უკვე მომდევნო წელს, კონფერენციამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას ახალი ქვეყნები და უნივერსიტეტები დაემატნენ.

კონფერენცია ორდღიანია და ხვალ მისი მონაწილეები კახეთის რეგიონს ეწვევიან.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა