logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა
17:07 23.05.2019
საქართველოს მთავრობამ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტი განიხილა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემების დაცვა მოითხოვს გარემოს დაცვისა და რეგიონის მდგრადი განვითარების ერთიან მიდგომას, რაც შესაძლებელია განხორციელდეს სწორედ დაცული ტერიტორიების გაფართოებით. „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, დაგეგმილია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება 5152 ჰა-ით. გაფართოებული ნაწილი მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს აბულის, საღამოსა და ფარავნის ტბებსა და მიმდებარე ტერიტორიებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჯავახეთის რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა მაღალმთის ჭაობების არსებობით არის განპირობებული. იგი წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზას, ამდენად მას გლობალური მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ რეგიონში, ჯავახეთის ეროვნული პარკისა და 5 აღკვეთილი, დაცული ტერიტორიის სახით, 2011 წლიდან ოფიციალურად ფუნქციონირებს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბუნებრივი ფაქტორები ხელსაყრელ გარემოს ქმნის მეცხოველეობის და მიწათმოქმედების განვითარებისათვის. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიები ინტენსიურად გამოყენებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. ხშირად ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ ქმედებებს (ჭარბტენიანი ტერიტორიების დაშრობა, ტბების წყლის არასწორი გამოყენება, მცენარეთა და ცხოველთა არასასურველი სახეობების ინტროდუქცია, გადაჭარბებული ძოვება, არასწორ დროს თიბვა, ტერიტორიის დაბინძურება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, არასისტემური თევზჭერა, უცხო სახეობების თევზების ინტროდუქცია და ა.შ.), რის გამოც ჯავახეთის რეგიონის ეკოსისტემები დაცვას მნიშვნელოვნად საჭიროებენ.

„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2018 წლის მონაცემებით ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 10 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა. დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებით, შესაბამისი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა/განვითარებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობით ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვანად გაიზრდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადად ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება ხელს შეუწყობს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას, ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგანის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და საქართველოს წითელ ნუსხასა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) გლობალურ წითელ ნუსხაში არსებული გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ორნითო და იხტიო ფაუნის, ფლორის სახეობების შენარჩუნებას, დაცვას და მათი სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების აღდგენას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა