logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა
16:14 23.05.2019
ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარებაში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა განისაზღვროს ის მიმართულებები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ახალგაზრდებს კი პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

პრეზიდენტს მიღებაზე ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა უმასპინძლა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო კავშირები დიდი მნიშვნელობის მქონეა, რადგან ისინი ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეს განსაზღვრავენ. ბრიტანეთის სასწავლო პროგრამები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოდან პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 350-ს მიაღწია.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩს აღნიშნული სასწავლო პროგრამების განხორციელებისათვის და განაცხადა, რომ ეს უზარმაზარი რესურსია, რომელიც საქართველომ შეძლო თავისი სტუდენტებისთვის მოეპოვებინა, რათა მათ მიიღონ გამოცდილება, განათლება და სამშობლოს ახალი გამოცდილებით დაუბრუნდნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, განათლების საკითხი საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომაც საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზაობას დიდი რესურსი გამოყოს განათლებისთვის, პროფესიული განათლებისთვის, თითქმის ბიუჯეტის ერთი მეოთხედი.

,,თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ ადამიანური რესურსისა და კაპიტალის სრულყოფილად გამოყენებას, რომელმაც საზღვარგარეთ მიიღო განათლება და გამოცდილება. ზოგი დაბრუნდა, ზოგმა დატოვა ქვეყანა და როდესაც ისინი ასე იქცევიან, ეს ჩვენი ბრალია. ვერ ვახერხებთ წინასწარ განვსაზღვროთ პროგრამების პრიორიტეტულობა, ვერ ვეუბნებით ახალგაზრდებს რა გვჭირდება მომავალი 10 წლის განმავლობაში. ათი წლის შემდეგ დაგვჭირდება ინჟინრები, ეკოლოგები, გეოლოგები და ა.შ. არ ვამბობთ ამას და ამდენად, ვსწავლობთ ერთსა და იმავე სპეციალობებზე", -  აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ბრიტანული სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა