logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბატიაშვილი პედაგოგებს: თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომელებმაც არაერთი  წარმატებული თაობა აღზარდეთ
ბატიაშვილი პედაგოგებს: თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომელებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ
16:05 23.05.2019

განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა

და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მნიშვნელობას, რაზეც მინისტრმა მათთან პირადად ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი წარმატებული თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია.

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომლებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ,“ - განაცხადა მინისტრმა მათთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ ბატიაშვილს ამ ჰუმანური მიდგომისა და საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოსთვის:

„სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის შემოთავაზებული ჯილდო პირადად ჩემთვის არა იმდენად ფინანსური დახმარება, არამედ უფრო მეტად მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაა ჩემი ქვეყნისაგან“, - განაცხადა თბილისის კლასიკური გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგმა ნათელა (სვეტა) ფანგანმა, რომელმაც პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).



 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა