logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
15:33 23.05.2019

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი

გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, კომპლექსური რეაბილიტაციის შედეგად ორივე ქუჩა კაპიტალურად მოწესრიგდება და განახლდება.

„პირველ ეტაპზე, პროექტი ბუდაპეშტის ქუჩაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, კომპანია GWP-მ მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, გაკეთდა სანიაღვრეები. ადგილზე მუშაობდა კომპანია „ყაზტრანსგაზიც“, რომელმაც გაზის მილები შეცვალა. ამჟამად გზის საფარის დაგება იწყება. სამუშაოები ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დასრულდება.

პარალელურად, კომპანია გზის მოწყობის სამუშოებს ხვალიდან კანდელაკის ქუჩაზეც დაიწყებს. პროექტის ფარგლებში, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, ახალი ბორდიურები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩავარდნილი იყო ბუდაპეშტის ქუჩა, რადგან მისწისქვეშ არსებული წყალარინების ქსელის მძიმე მდგომარეობის გამო მიწის გამორეცხვა ხდებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს ქუჩები სრულად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, ტროტუარების განახლებას, ბორდიურის შეცვლას და 1,2 კმ სიგრძეზე 20 000 მ2 გზის საფარის გამოცვლას.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,დინ გრუპი“ ახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში, აგვისტოში დასრულდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქუტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა