logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნილ არმსტრონგის მთვარეზე დაშვების 50 წლისთავი თსუ-ში აღინიშნება
ნილ არმსტრონგის მთვარეზე დაშვების 50 წლისთავი თსუ-ში აღინიშნება
14:21 23.05.2019
ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგის და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50 წლისთავის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოში აშშ ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფ რენო, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე დაშვება იყო ცივილიზაციის განვითარებაში ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. დღევანდელ კონფერენციაზე ბევრი კვლევა და მოხსენებაა წარმოდგენილი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობათა ჭრილში, ამერიკული დემოკრატიის მაგალითები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა კონფერენციაში ახალგაზრდების მონაწილეობა.

ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია საქართველოში აშშ საელჩო. ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ჯეფ რენოს თქმით, კონფერენცია ქართველებს ამერიკის შეერთებული შტატების უკეთ გაცნობაში ეხმარება. „მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიების ნაწილი ვართ. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოცედ ხდება. მთვარეზე დაშვებიდან 50 წელი განსაკუთრებული თარიღია. კონფერენციაზე ძალიან საინტერესო თემები განიხილეს,“ - აღნიშნა ჯეფ რენომ.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვასილ კაჭარავას ინფორმაციით, კონფერენციაზე 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი. „ძალიან მნიშვნელოვანი, საიუბილეო კონფერენციაა. რასაკვირველია, ყურადღება ჩვენს სამეცნიერო საქმიანობაზე გამახვილდა- რა გამოვაქვეყნეთ, რას ვაპირებთ. მცირე ანგარიშს ჩავაბარებთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ძალიან საინტერესო გზავნილები გვაქვს,“ - განაცხადა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ვასილ კაჭარავამ.
ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური კონფერენცია 25 მაისს დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა