საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, 24 მაისს,
18:00 სთ-ზე, გაიმართება საგანმანათლებლო ცენტრ „სან ქიდსი“-ს მოსწავლეთა და საზოგადოება „თბილისური სალონი საქართველოსთვის იბადებოდნენ“ მრავალშვილიან დედათა ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა, სახელწოდებით „ მომავალი თაობა მომავალი საქართველოსთვის“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ღონისძიების მიზანია ხელმოკლე, მრავალშვილიანი ოჯახების და ნიჭიერი მომავალი თაობის აღმოჩენა, მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
მისამართი: ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

















