დიდუბის რაიონის გამგეობამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება
ღონისძიებით მიულოცა.
დიღმის ტყე-პარკში რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სკოლების მოსწავლებისათვის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის მომღერლები: გიორგი ცხადაძე, ნინი ცნობილაძე, გიორგი მახარაშვილი, სალომე ბაკურაძე, ასევე, ბენდი „რეზო და ბავშვები“.
ღონისძიების ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ერთობლივი პროექტის „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონის„ გამარჯვებული მოსწავლეები ჟიურიმ გამოავლინა. პირველი ადგილის მოპოვება 130-ე სკოლის მოსწავლემ გიორგი ხეცურიანმა შეძლო, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები სკოლა “გერგეტის მოსწავლემ მარიამ კალანდაძემ და 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ირინე თვარაძემ გაინაწილეს. ასევე, მაყურებელმა სამი გამარჯვებული დაასახელა: 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძე, 130-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სალომე ბაქრაძე და ვასიკო ხორავა.
ღონისძიების დასასრულს ფერების შოუ მოეწყო, სტუმრების განწყობაზე კი დიჯეიმ იზრუნა.

















