logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
უცხოელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ეცნობიან
უცხოელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ეცნობიან
10:36 23.05.2019
ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას დასავლეთ საქართველოში ეცნობიან.

უცხოელი სპეციალისტები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს სტუმრობდნენ, სადაც ცენტრის მუშაობას და მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ და მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, თანამშრომლებთან ერთად, სპეციალისტებს ღონისძიებების მიმდინარეობა და ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი გააცნეს და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერებინეს.

უცხოელი სპეციალისტები განსაკუთრებით ცენტრის სტრატეგიითა და სტრუქტურით დაინტერესდნენ.

„ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც აქ ვნახეთ. ეს ნამდვილად არის ის მეთოდი, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა, როგორ ებრძვით მავნებელს საქართველოში. თქვენ გაქვთ მწერთან ბრძოლის კარგი მიდგომები და მეთოდები როგორც დასახლებულ პუნქტებში, ასევე ტყის პერიმეტრებზე. ვიმედოვნებთ, თქვენი გამოცდილებიდან საკმაო ცოდნას მივიღებთ და დავნერგავთ ახალ ზელანდიაში, რაც თავიდან აგვარიდებს იმ სირთულეებს, რასაც დღეს ვაწყდებით“ - აღნიშნა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა, ქეთრინ დათიმ.

უცხოელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკურ მეთოდებს გაეცნენ.

უცხოელმა სტუმრებმა სოფელ ორსანტიაში საქართველოს მეთხილეთა ასოციაციის წევრი ფერმერიც მოინახულეს, რომელსაც სახელმწიფომ შესაწამლი აპარატი უსასყიდლოდ გადასცა.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ფერმერებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა