logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება
მიხეილ ბატიაშვილი: ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება
15:20 22.05.2019
განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას - Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი უნივერსიტეტებიდან შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ბაზების სამეცნიერო რესურსებით, როგორებიცაა: Scopus და Science Direct, Funding Institutional (Scival Funding). მათთვის ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, აბსტრაქტები) და კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სიახლეები. შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილესი სამეცნიერო ბაზის Elsevier-ის საქართველოს კონსორციუმის წევრთა რაოდენობა 21-დან 55-მდე გაიზარდა.
მეცნიერების სფეროში განხორციელებული აღნიშნული ნოვაციის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც Elsevier-ის კონსორციუმის წევრები - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება“– განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც Elsevier-ის ბაზებზე წვდომის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოსთვის და ქართველი მეცნიერებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ხელს შეუწყობს როგორც ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ასევე საქართველოში სამეცნიერო დარგების განვითარებას და ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საფუძველზე, მეცნიერების პოლიტიკისა და მართვის სფეროს გაუმჯობესებას.

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრომ მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა