logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და შვიდი მიმდებარე ქუჩა უახლოეს მომავალში გაიხსნება
ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და შვიდი მიმდებარე ქუჩა უახლოეს მომავალში გაიხსნება
12:06 22.05.2019
მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში მდებარე ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში აქამდე არ განხორციელებულა.

„მთაწმინდის რაიონში ჩვენ დაწყებული გვაქვს ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე შვიდი ქუჩის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით, მომავალი თვის დასაწყისში სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა. ბევრი თვალსაზრისით, ასეთი მაშტაბური პროექტი დედაქალაქში არ განხორციელებულა. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად მოხდა რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ არეალში, 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქედან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება. ეს არის თბილისის ხიბლი,რომლითაც ვამაყობთ. ეს მიდგომა სხვა არეალშიც უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ორბელიანის მოედნის გარდა, შვიდი ქუჩის და იქ არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა.

„გახსნის ღონისძიებაზე ყველას დაგპატიჟებთ, მთელ თბილისს შეუძლია მოვიდეს და ერთად ვნახოთ როგორი გამოვიდა ეს პროექტი თავისი მხატვრული განათებებით შენობებზე. იქამდე ჩვენ კომუნიკაცია კიდევ გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით ყველა თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდა, რომელიც, დაახლოებით, 170 ავტომანქანაზეა გათვლილი.

„როგორც ევროპულ ქალაქებშია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე არის გაკეთებული - ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, გარდა ორბელიანის მოედნისა, დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში. ახლა ველოდებით ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის პროექტირებას, ასევე, გუდიაშვილის ქუჩის, რომელიც სამუზეუმო-საფეხმავლო ქუჩა იქნება. აღნიშნული ქუჩების პროექტირების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა