logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
14:34 21.05.2019

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს

არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4 დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველო გავაცნოთ მთელს მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი ესწრებოდა. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა