logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეციალისტები ეცნობია
ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეციალისტები ეცნობია
11:00 21.05.2019
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაცნობის მიზნით, საქართველოს ახალი ზელანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტები სტუმრობენ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, უცხოელ კოლეგებს მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები გააცნეს.

გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მზად არიან, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ კოლეგებს მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარონ.

"ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, რადგან მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ აკეთებს იმას, რასაც საქართველო. ვიცით, რომ აზიური ფაროსანას მონიტორინგი და კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ეს არის ერთადერთი გზა ზარალის შემცირებისათვის. ამ კუთხით ბევრი გვაქვს სასწავლი საქართველოსგან. არცერთი ქვეყანა არ ახორციელებს აზიური ფაროსანას კონტროლს მთლიან ტერიტორიაზე. ეს ვიზიტი ჩვენთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, გავეცნოთ საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას", - განაცხადა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა ქეთრინ დათიმ.

აღნიშნული ვიზიტი მარტში, საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე დაიგეგმა, რომელსაც მსოფლიოს 26 ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დელეგაციების წევრები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან და გაეცნობიან მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემებს და მიმდინარე ღონისძიებებს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ დღეს, როცა მათი ქვეყნები დგანან მავნებლის შემოჭრის საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული მაგალითის გაზიარება, პრობლემისადმი კოორდინირებული მიდგომა და ის მეთოდები, რომლებიც მავნებელთან ბრძოლისას გამოიყენება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა