logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
13:12 20.05.2019
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი, საერთაშორისო, სამდღიანი, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურიბაღის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 2019 წელს ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლისა და მისი კონსერვაციის საკითხებთან.საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის მცენარეთა მრავალფეროვნებას, განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება ესაჭიროება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის საქმეში.

ჩვენი ამოცანაა, გაძლიერდეს და გააქტიურდეს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განახლდეს მცენარეთა კოლექციები და ბაღმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოსგარემოს დაცვის და მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღისათვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს სამეცნიერო ლაბორატორიების, სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციული და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. მჯერა, რომ ახალი ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების გაძლიერებას“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კონფერენციის მიზანია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედგების გაანალიზება, არსებული პრობლემების გააზრება, მცენარეთა კონსერვაციის საკითხებზე თანამშრომლობის ეროვნული პლატფორმის შექმნა და სტრატეგიული ხედვების ფორმირება.

კონფერენცაზე, რომელიც 20-21-22 მაისს იმართება, იგეგმება დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადების საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი მცენარეთა კოლექციების გაცვლასა და მცენარეთა კონსერვაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის. ასევე,გაფორმდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში მოქმედ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის, საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც 15 სუბიექტს გააერთიანებს.

კონფერენცია, რომელშიც ბოტანიკური ბაღის ორმოცზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, სამი დღე იმუშავებს სამეცნიერო და პლენარული სესიების, მრგვალი მაგიდისა და ვორქშოპების ფორმატში.

კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძედა BGCI რეგიონული პროგრამების დირექტორი ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა