logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი: ბანკი არის ძალიან დიდი რესურსი სადაზღვევო კომპანიისთვის, ამიტომაც ბანკთან ასოცირებული კომპანიები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ!!!
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი: ბანკი არის ძალიან დიდი რესურსი სადაზღვევო კომპანიისთვის, ამიტომაც ბანკთან ასოცირებული კომპანიები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ!!!
12:19 20.05.2019
"თუ „იმედი ლ“ -ის გენერალური დირექტორი ბატონი გივი ბანკიების მიერ სადაზღვევო კომპანიების მფლობელობას პრობლემად არ აღიქვამს, პსპ დაზღვევა, ბანკების მონაწილეობას დაზღვევის ბიზნესში სხვაგვარად აფასებს და ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ხისტი"-ამის შესახებ „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა, სოფიო ლებანიძემ განაცხადა.


"დაუშვებელია ბიზნესი განავითარო არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ბანკის მონაწილეობა კი ამ ორივე პირობას უშვებს, კერძოდ, სახეზეა არაჯანსაღი კონკურენცია და არასამართლიანი პირობები.

ბანკების მიერ დაარსებულ ან მათთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ბანკში აკუმულირებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ფიზიკური პირების ინფორმაცია, სხვადასხვა იურიდიული პირების და კომპანიების შესახებ. საკრედიტო ან/და სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებისას კომპანიას ან ფიზიკურ პირს არ აძლევს საშუალებას თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია. ეს ეხება როგორც ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებებს. უფრო ცხადი რომ იყოს, თუ კომპანიას აქვს რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება ბანკის მიმართ,მაგალითად,კომპანიას თავისი ბიზნესისთვის გამოაქვს სესხი,ის აღარ არის თავისუფალი არჩევანში და პრაქტიკულად იძულებული ხდება დააზღვიოს ქონება და რისკები ბანკის მფლობელობაში ან მასთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიაში.

ხელშეკრულებაზე გავლენის მოხდენა არის ძალიან მკაფიო და ცხადი პრაქტიკა; ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო და საკანონდებლო ხელისუფლების დონეზე რეგულირებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში საბანკო მაფია მძვინვარებს.

პსპ დაზღვევა, არის კომპანია, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს თავისუფალი კონკურენციის პირობებს და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ყველა სახის სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნას ისახავს დაზღვევის ბაზრის განვთარებას, მომხმარებლების უფლებების და ინტერესების დაცვას ნებისმიერი ინსტიტუციის ზეწოლის და გავლენის მოხდენის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში განავითარებს სადაზღვევო ინდუსტრიას ქვეყანაში"-აცხადებს ლებანიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა