ამ წუთებში მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა. 2019 წლის
შუალედური არჩევნებისათვის ხმის მიცემა დასრულებულია.
დღეს ხმის მიცემა მიმდინარეობდა მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, ასევე ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში ხულოში - მუნიციპალიტეტის მერებისათვის .
ასევე, საკრებულოს წევრების არჩევნები ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში, ქალაქ ტყიბულში, ქალაქ ჭიათურაში, ასევე წყალტუბოში - გუმბრას თემში, ასევე ადიგენში - აბასთუმნის თემში, ახმეტაში - ხალაწნის თემში, საგარეჯოში - უჯარმის თემში, ზესტაფონში - სანახშირის თემში.
როგორც პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების მასშტაბი საკმაოდ დიდია. მთლიანად არჩევნებში, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

















