logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შეიცვალა განათების ბოძები, მოაჯირები, ჰაერში არსებული ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოთავსდა
კახა კალაძე: ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შეიცვალა განათების ბოძები, მოაჯირები, ჰაერში არსებული ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოთავსდა
09:36 19.05.2019
ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საყრდენ ბოძებს, ასევე, მოწესრიგებულია სავალი ნაწილი, რაც მოძრაობის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხიდზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა. როგორც იცით, აღნიშნული სამუშაოები იანვრის ბოლოს დავიწყეთ. ხიდი მძიმე მდგომარეობაში იყო.

მოძრაობა რამდენიმე საათში ორმხრივად გაიხსნება. დარჩენილია მხოლოდ გამწვანების სამუშაოები ჩვენ მიერ მოწყობილ ე.წ. კუნძულებზე, ასევე, დახაზვის სამუშაოები, რომელიც დაახლოებით, ათ დღეში განხორციელდება, რადგან მოასფალტების შემდეგ, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა. ამ ეტაპზე, ხიდზე სავალი გზის მორეცხვა-დასუფთავება მიმდინარეობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვახუშტის ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტის დროულად დასრულება დედაქალაქის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა განათების ბოძები, მოაჯირები, ჰაერში არსებული ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოთავსდა. გარდა ამისა, გამაგრდა ხიდის საყრდენი ბოძები.

"ძირითადი სამუშაოები იყო საყრდენების ანუ ე.წ. კოჭების გამოცვლა, რაზეც დგას ეს ხიდი. მას შემდეგ, რაც ის აშენდა, არანაირი რეაბილიტაცია და სამუშაოები არ ჩატარებულა. ამიტომ ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში, აქ გადაადგილება საფრთხილო იყო. შესაბამისად, პრიორიტეტებში პირველ ადგილზე ამ პროექტის განხორციელება იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საყრდენების მოპირკეთებისა და მათი განათების სამუშაოები გრძელდება.
მერმა მოქალაქეებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მოძრაობის შეზღუდვის გარეშე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.
მისივე თქმით, მალე დაიწყება ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელზეც მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. გზის გადაკეტვა ეტაპობრივად მოხდება.

"გპირდებით, რომ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ხარისხიანად გავაკეთებთ. გულს ვდებთ შიგნით, გულიანად კეთდება ყველაფერი, რათა ჩვენმა გაკეთებულმა პროექტებმა თაობებს გაუძლოს", - განაცხადა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა