logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კრწანისში იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა
კრწანისში იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა
09:23 19.05.2019
კრწანისის რაიონში იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. პოეტის დაბადებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახლად გახსნილ სკვერში თეატრალიზებული სანახაობა წარმოადგინეს, რომელიც იოსებ გრიშაშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობის ეპოქის გაცოცხლებას ისახავდა მიზნად.

სკვერის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„დღეს, აქ ძალიან სასიამოვნო გარემო სუფევს. მახსოვს, არჩევნების წინ, როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდით, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა მართლაც ემოციებს ვერ ვმალავ, ძალიან მიხარია. ადგილობრივი მოსახლეობაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილია, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, პატარებთან ერთად გამოვიდნენ ძალიან ლამაზ, კეთილმოწყობილ მწვანე სივრცეში. ზუსტად ასეთია ჩვენი დამოკიდებულება, რაიონ-რაიონ, უბან-უბან და ქუჩა-ქუჩა უნდა მოვახერხოთ და ასე გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სხვადასხვა მოცულობის პროექტი ხორციელდება. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ძალიან კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით.

ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ჰქონდა თავისი ხიბლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, წლების განმავლობაში ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული თბილისთან მიმართებით, ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ მსგავსი პროექტებით. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში უშუალოდ ჩართული იყავით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გრიშაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე ახალი სკვერი კრწანისის რაიონის გამგეობამ მოაწყო. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის მოაჯირით ტერასის ხიდი, საყრდენი კედლები, ასევე, კიბისა და გზისპირა მოაჯირი და გარე განათების სისტემა მოეწყო.

სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდა და რულონური ბალახი დაიგო. ასევე, განთავსდა საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გამგეობამ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მიმართა, აღნიშნული სკვერი იოსებ გრიშაშვილის სახელობის ყოფილიყო.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ახალი სკვერის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 317 000 ლარი დაიხარჯა.

გახსნის ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, კრწანისის რაიონის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ბექა ოდიშარია, ასევე, პარლამენტის წევრი, მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა