საქართველოში შიდსით 1540 ადამიანი გარდაიცვალა.
19 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეა, გლობალურ კამპანიას რომელიც 1983 წლიდან აღინიშნება, საქართველო მეორე წელია უერთდება აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეულის“ და აივ შიდსის პრევენციაზე მომუშავე ორგანიზაციების: “ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ , „ახალი ვექტორი“ „თანასწორობის მოძრაობა“ და „თანადგომა“ ორგანიზებით. კამპანიის მიზანია პატივი მიაგოს შიდსით გარდაცლილი ადამიანების ხსოვნას, გამოხატოს სოლიდარობა აივ დადებითი ადამიანების მიმართ და გაზარდოს ცნობიერება აივ/შიდსის შესახებ.
ყოველი მეხუთე ადამიანი აივ/შიდსის დიაგნოზით უკვე გარდაიცვალა. საქართველოში რეგისტრირებული 7569 აივ/შიდსის მქონე პაციენტის 52% შიდსი განუვითარდა, 54%-მა კი ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. რაც მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე. პაციენტთა თემი დაავადების მიმართ არსებული სტიგმის გამო უხილავია, აღნიშნული საკითხების მოგვარებისთვის საჭიროა აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის.
2019 წლის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
•18 მაისი 13:00 - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“ - თბილისის საკრებულო;
•19 მაისი 19:00 - აქცია - "დროა აქტიური ბრძოლის უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“ - სახელმწიფო კანცელარია;

















