ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე გიორგი გოგშელიძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგშელიძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკ მოჭიდავეს სძლია.
ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა სულ შვიდი მედლის მოპოვება მოახერხეს, აქედან ერთადერთი ოქროს მედალი 20 წლის ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

















