აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია ბროწეული წელს მეორედ
უერთდება აივ დადებით პირთა გლობალური ქსელის მიერ ორგანიზებულ კამპანიას, რომელიც 1983 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს გამოხატოს სოლიდარობა აივ დადებითი ადამიანებისადმი, გაიხსენოს გარდაცვლილი ადამიანები და სახელმწიფო უწყებებს გაუგზავნოს აივ დადებითი თემის გზავნილი.
საქართველოში აივ შიდსით 1540 ადამიანი გარდაიცვალა - ყოველი მეხუთე, ვისაც ეს დიაგნოზი დაუსვეს.
კამპანიის წლევანდელი წლის გზავნილია "აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის"
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
18 მაისი 13:00 თბილისის საკრებულო - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებული მიღება
19 მაისი 19:00 აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან - აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის

















