logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ათზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს
წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ათზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს
13:23 17.05.2019
ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება, მათ შორის, ფალიაშვილის N44-ში, შპს „ოკრიბას“ მიერ წყლისა და წყალარინების ახალი, შიდა ქსელი ეწყობა.

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე დაფინანსდა. აღნიშნული მისამართის მცხოვრებლებს გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოდან გიორგი მუსხელიშვილი შეხვდნენ.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება წყნეთში. გზების განახლება 10-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მაია წყნეთელის I შესახვევში, „გ“ ზონაში, მაია წყნეთელის II ჩიხში კი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო სივრცე და დაირგვება მცენარეები.

„ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყნეთში, გასული წლების მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განვაგრძობთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად, 12 მისამართზე ხორციელდება, რაც წყნეთის მოსახლეობისთვის და დამსვენებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დავიწყეთ სკვერის კეთილმოწყობა „გ“ ზონაში. შესაბამისად, ადგილობრივებს ზაფხულისთვის კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს წყნეთში შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ, ხოლო სკვერის განახლება კომპანია „ინტერტექნოლოგს“ დაევალა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა