თბილისის ივანე ჯავახიშვილის , ილიას და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების 14 სტუდენტი სპარსული ენის კურსებს ირანის ისლამური რესპუბლიკის
ქალაქ ყაზვინის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაივლის.
როგორც „ნიუსპრესს“ ირანის საელჩოდან აცნობეს, ყაზვინის საერთაშორისო უნივერსიტეტი ირანის ერთ–ერთი ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებელია.
საელჩოს ინფორმაციით, სპარსული ენის კურსები ერთთვიანია. სწავლების ფარგლებში ქართველი სტუდენტები თეირანისა და ისპაჰანის ისტორიულ ძეგლებსაც დაათვალიერებენ.
ირანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ენის შემსწავლელი კურსები ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად ტარდება.
გასულ წელს ქართველ სტუდენტებს შირაზის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

















