logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
"პსპ დაზღვევა" „TBC დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს  ღია წერილს სწერს
"პსპ დაზღვევა" „TBC დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს ღია წერილს სწერს
12:49 17.05.2019

"პსპ დაზღვევა" „TBC დაზღვევის“ გენერალური დირექტორის, პაატა ღაძაძის

მისამართით
ღია წერილს აქვეყნებს.

"ჯანმრთელი ბიზნესი აღიარებს კონკურენციის სამართლიან და გამჭვირვალე პირობებს.
დღევანდელი სადაზღვევო სექტორი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება, ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესის განვითარების მოტივატორიცაა, როდესაც სექტორში მოღვაწე ყველა კომპანია თანაბარ პირობებშია და დაზღვევით დაინტერესბულ პირს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია არჩევანის გაკეთება.

ბანკების არაპროფილური საქმიანობა ბევრ, მათ შორის სადაზღვევო სფეროში, ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება.

ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია არა მარტო ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, არამედ მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლებისა და მათი უფლებების დაცვისთვის.

„TBC დაზღვევის“ მიერ ჯანმრთელობის პროდუქტის წარდგენის დროს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც ისევე აქტიურად გამოიყენებთ „TBC ბანკის“ რესურსებს, როგორც ეს ქონების და ავტოდაზღვევის სფეროში მოწინავე პოზიციების მოსაპოვებლად ეფექტიანად გამოიყენეთ.

ცნობილი ფაქტია, რომ ბანკი ძალიან დიდი ხელშემწყობი რესურსია დაზღვევის ბიზნესში. ბანკის რესურსების გამოყენება ეფეტიანად შესაძლებელია ბევრი მიმართულებით; მაგალითად: კლიენტების ბაზა, წვდომა კორპორატიული ორგანიზაციების ფინანსურ ბრუნვებზე, ორგანიზაციებსა და ბანკებს შორის საკრედიტო/სასესხო ვალდებულებები და კავშირები, რომელიც ბუნებრივად იწვევს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ამ საშუალებების აგრესიულად გამოყენება არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის გამოხატულებაა.

მაგალითად: ბანკის კლიენტების ბაზა ძალიან დიდი ინფორმაციაა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საცალო დაზღვევის პროდუქტების მნიშვნელოვანი სეგმენტია და ამ ბაზის არასამართლიანად გამოყენება ერთ-ერთი ფაქტორია თიბისი დაზღვევის საცალო მიმართულებით მოპოვებული წარმატებაში. ამ ორი ფაქტის კავშირი უკვე ცხადყოფს რა მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი და ეფექტური ინსტრუმენტია ბანკი სადაზღვევო კომპანიისთვის.

რა იგულისხმება ჯანსაღ კონკურენციაში? მარტივად იგულისხმება, რომ დღეს ბანკთან ასოცირებულ/აფილირებულ, ან ბანკის მფლობელობაში მყოფ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, რაც ცალსახად კონკურენციის შეზღუდვაა. ამ ფონზე, ვფიქრობთ უხერხულია ისაუბროთ სხვა ჯგუფების შემადგენელ კომპანიების განსხვავებულ მიმართულებებზე, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც თვალნათელია, რა მარტივია ბანკის რესურსით ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით თანხმლებ პროდუქტების წარმატებით დანერგვა.

ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, როდესაც სადაზღვევო სერვისით მოსარგებლე, თავად წყვეტს ვინ იყოს მისი მზღვეველი, და მისი გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ ვინ არის მისი პარტნიორი საბანკო ორგანიზაცია და იმედს ვიტოვებთ თქვენი კომპანიაც გაიზიარებს ამ საერთაშორისო სტანდარტულ მოთხოვნებს ჯანსაღ კონკურენციასთან მიმართებაში", - ნათქვამია "პსპ დაზღვევის" ღია წერილში.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა