logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ქვეყანამ, რომელიც მასწავლებლის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, შესაძლოა, საკუთარი წარსული დაკარგოს
მამუკა ბახტაძე: ქვეყანამ, რომელიც მასწავლებლის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, შესაძლოა, საკუთარი წარსული დაკარგოს
11:05 17.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტისა პრეზენტაცია გამართა და შეკრებილთ სიტყვით მიმართა.

"ძვირფასო ბათუმელებო, მე ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ აქ დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც ამ წუთებში შენდება თბილისში.

ჩვენ შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვენს ქალაქში.

აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ლაბორატორიები, სპორტული მოედნები, სარეკრეაციო სივრცე.

ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შეიქმნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მას შეუძლია საკუთარი ნიჭისა და ცოდნის რეალიზაცია.

"ბევრი მოსაზრება მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, სრულიად უსაფუძვლო კრიტიკაც.

რატომ არის ეროვნული იდეა განათლება - იმიტომ, რომ განათლება არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, რათა საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყნად.

ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი.

განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომ დავძლიოთ პრობლემები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, წელს განათლების ბიუჯეტი არის 1, 600 000 000 ლარი. ეს ნიშნული მომავალ წელს მიაღწევს 2 მილიარდს, 2021 წელს - ორმილიარდ-ნახევარს, 2022 წელს კი - 3, 400 000 000 ლარს.

"ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია.

ჩვენ შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს მინიმუმ 150 ლარით გავზრდით.

პედაგოგის ხელფასი 2022 წელს მინიმუმ 1500-დან 1800 ლარამდე იქნება", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას, რომელიც მასწავლებლის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, მან შეიძლება საკუთარი წარსულიც კი დაკარგოს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა