logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„სტუდენტური ფესტივალი 2019“ დასრულდა
„სტუდენტური ფესტივალი 2019“ დასრულდა
18:25 16.05.2019
"სტუდენტური ფესტივალი 2019" საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო და გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები დააჯილდოვა.

"მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა შეიკრიბა. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია, ისტორია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, აუცილებლად გაგრძელდება. დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა, თანადგომა, არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებზეც, რომელშიც თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე, პრემიერ-მინისტრისგან გადმოგცეთ დიდი სიყვარული და თანადგომა. სამწუხაროდ, დღეს იგი ჩვენთან ერთად არ იმყოფება, რადგან ევროპაში ოფიციალური ვიზიტითაა. კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენ და გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა "სტუდენტური ფესტივალი 2019-ის" გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულის თასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა, ხოლო მესამე ადგილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა.

ღონისძიებაზე საფესტივალო აქტივობებში ჩართული უნივერსიტეტები სხვადასხვა ნომინაციების (საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი; საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი; საუკეთესო თანამედროვე ცეკვა; საუკეთესო მუსიკალური ბენდი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი) პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები გახდნენ. გარდა ამისა, გამოვლინდა ჟიურის სიმპათია - მუსიკალური ბენდი, სტუმარი უნივერსიტეტი და საუკეთესო გულშემატკივართა გუნდი. ასევე, დასახელდა ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდა. სხვადასხვა ჯილდო ჯამში, 28 უნივერსიტეტმა მოიპოვა.

სტუდენტური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში მიმდინარეობდა. ფესტივალი საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს მოიცავდა.

საკონკურსო ნაწილი უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის სამ სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) შეჯიბრებს და სტუდენტთა ოთხი მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა) შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს ითვალისწინებდა. არასაკონკურსო მიმართულება ეთნოკულინარიულ გამოფენას, სპორტულ ღონისძიებებს, მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას და სხვა აქტივობებს მოიცავდა. ფესტივალის ფარგლებში, ჯამში, 20-მდე მასობრივი ღონისძიება გაიმართა.

სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 000-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო. ღონისძიება თბილისის მერიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა.

ფესტივალის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა