საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ თავრიზის მახლობლად მომხდარი მიწისძვრის გამო.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი ირანელი ხალხისთვის ამ მძიმე დროს, ქართველი ხალხი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს გულითად თანადგომასა და სამძიმარს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ.

















